შალვა ნათელაშვილი „სამართლიანი არჩევნების“, საია-სა და „გამჭვირვალობის“ შესახებ - ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა
შალვა ნათელაშვილი „სამართლიანი არჩევნების“, საია-სა და „გამჭვირვალობის“ შესახებ - ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“, საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შესახებ დასმული კითხვის პასუხად, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებისას ოპოზიციამ ნდობა გამოხატა.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს ან უფრო მეტ ფულს სადაც გადაუხდიან, იმის მიხედვით იმუშავებენ. სახალხო დამცველზე რა იმედი უნდა დაამყარო, როდესაც მისი მამა ბიძინა ივანიშვილის არქიტექტორია შეკვეთილში. მთელი ხეების გათხრა, გადათხრა დასავლეთ საქართველოში, მოხდა ლომჯარიას მამის შეკვეთითა და სქემებით. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს ასაწყობი და დამოუკიდებლობა გვაქვს თავიდან მოსაპოვებელი. ეს ე.წ. სახელისუფლო ელიტა და გარკვეულად ესეთი არასამთავრობოები რომ დაწუნწულებენ, სად იშოვონ ფული, ესენი დამოუკიდებელ საქართველომდე ვერ მიგვიყვანენ.

არასოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმედებს არ ვამყარებდი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟიდან, რადგან საქართვლოში არასამთავრობო, ყველაზე დიდი სამთავრობოა ტრადიციულად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების პროცესზე და აღნიშნა, რომ ელჩები საქმეს აკეთებენ მაღალ პროფესიულ დონეზე.

„მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ძალიან დიდ მუშაობას აწარმოებდნენ იმისათვის, რომ დარეგულირდეს წარმოშობილი კრიზისი და ის განიმუხტოს. აღნიშნული რამ ელჩების მოვალეობაა, ეს მათი პროფესიაა და ამ საქმეს ისინი აკეთებენ მაღალ პროფესიულ დონეზე. სხვა ამბავია, რომ საქართველო შეიძლება, კვლავ გამხდარიყო დიდი საერთაშორისო შეთქმულების მსხვერპლი, რომ არა ოპოზიციის საოცარი ეროვნული ერთიანობა. ამ საერთაშორისო შეთქმულებაში მონაწილეობდნენ არა მარტო მოსკოვური ძალები, არამედ ცოტა იქითური და ცოტა აქეთური ძალებიც, რომლებიც წინასწარ იყვნენ მოსყიდული ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედაც გუშინ მიიღეს მათ ძალიან სერიოზული დარტყმა“, – განაცხადა შალა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი