შალვა ნათელაშვილი - როდესაც ჩვენი ქვეყანა მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება
შალვა ნათელაშვილი - როდესაც ჩვენი ქვეყანა მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება

როდესაც ჩვენი ქვეყანა მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ყაჩაღი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათელაშვილი გამოეხმაურა დეპუტატ კახა ოქრიაშვილისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციების საკითხს. როგორც მან  აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკოსები „ასეთ ყაჩაღებთან“ არ ითანამშრომლებენ.

„კახა ოქრიაშვილმა დაადასტურა, რომ საარჩევნოდ კონსულტაციები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ორშაბათს ყრილობა აქვს, სადაც დეტალურად ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით. ეს დაადასტურა ხატია დეკანოიძემ.

როდესაც ჩვენი ქვეყანა, პოლიტიკური სპექტრი უპირველესად მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ყაჩაღი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება. მანამდე ჩვენ ვიქნებით ილუზიების ტყვეობაში. და ეს ილუზიები მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე.

კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს საფრანგეთის სოციალისტურ პარტიასთანაც, არავინ უშლის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პილიტიკოსები მოიქცევიან პოლიტიკურად და ასეთ ყაჩაღებს ახლოს არ გაეკარებიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.