შალვა ნათელაშვილი - რეიტინგული კვლევითი ორგანიზაციებისთვის საქართველოსნაირი ქვეყანა ფულის საკეთებელი არეალია, „იფსოსები“ და ისინი, ვინც ჩამოჰყავთ, თიბავენ მწვანე დოლარებს
შალვა ნათელაშვილი - რეიტინგული კვლევითი ორგანიზაციებისთვის საქართველოსნაირი ქვეყანა ფულის საკეთებელი არეალია, „იფსოსები“ და ისინი, ვინც ჩამოჰყავთ, თიბავენ მწვანე დოლარებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ რეიტინგული კვლევითი  ორგანიზაციებისთვის საქართველოსნაირი ქვეყანა ფულის საკეთებელი არეალია.

როგორც შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რეიტინგული გამოკვლევები გარკვეულწილად კორუფციის საგანიც არის.

„რეიტინგული გამომკვლევი კომპანია აშშ-ში და ევროპაში შესაძლოა, სარგებლობდეს ავტორიტეტით. იქ ქრთამს ვერ აიღებ, საიდუმლო მოლაპარაკებებს ვერ გამართავ და გამოკითხვას ვერ გააყალბებ, მაგრამ აქეთ ჩვენი ზონა მათთვის არის ფულის საკეთებელი არეალი. ეს „იფსოსები“, იგივე ის, ვინც ჩამოჰყავთ აქეთ, ეგენი დაჩვეულები არიან, თიბავენ მწვანე დოლარებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.