შალვა ნათელაშვილი - ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის დაჩმორებას ნიშნავს, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა
შალვა ნათელაშვილი - ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის დაჩმორებას ნიშნავს, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავი გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.

ნათელაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ევროპის კავშირის უსუსრობას ნიშნავს.

„ევროკავშირის გირაო ნიშნავს, რომ ევროპის კავშირმა გამოიჩინა უსუსურობა, ვერ გაბედა რუსი კრიმინალი ოლიგარქი ივანიშვილის ანგარიშებიდან თუნდაც ერთი ევროს დაყადაღება რომ ამით ის ეიძულებინა პოლიტიკური პატიმრები გამოეშვა, ახალი არჩევნები დაენიშნა. შესაბამისად, ეს არის ევროკავშირის დაჩმორება, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი