შალვა ნათელაშვილი - მივმართავ დონალდ ტრამპს, გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი
შალვა ნათელაშვილი - მივმართავ დონალდ ტრამპს, გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი

მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გრძელდება საქართველოს ოკუპაცია.

„დღეს რუსებმა უნდა შეღობონ ჩვენი მამული დაუსჯელად და აქედან არაფერმა წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნას. ეს არის ივანიშვილს რეჟიმის ნაღვაწი, რომლის პრემიერიც დღეს გორში იმალება ვაშლის ბაღებში და გვითვლის, რომ არ ავღელდეთ. როდესაც მათ ძალაუფლებას ეხება საფრთხე ტყვიებს გვესვრიან და ბავშვებს თვალებს თხრიან. ჩვენ უახლოეს თვეებში უნდა დავამთავროთ ეს რეჟიმი და ამით დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია. მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი. დილიდან პრემიერი მედვედევი, გვემუქრება, ატომური სახელმწიფო ვართო, ბოდიში და ფეხებს ვერავინ მოგვჭამსო. ატომურ გველშაპს უნდა დავუპირისპიროთ ატომური ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. სხვა გამოსავალი მსოფლიო პოლიტიკამ ვერ მონახა. ძალთა დაბალანსების მეორე მხრიდან სჭირდება იგივე ძალა. გმირები არ გვაკლია და სამშობლოს სიყვარული, მაგრამ რა უნდა გააკეთო ატომური რაკეტების მქონე გველეშაპთან. უნდა დაუპირისპირო ის, ვისიც მაგრად ეშინია და ეშინია შეერთებული შტატების“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი