შალვა ნათელაშვილი - მივმართავ დევიდ მაკკალისტერს, სჯობს, თქვენს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდოთ, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას
შალვა ნათელაშვილი - მივმართავ დევიდ მაკკალისტერს, სჯობს, თქვენს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდოთ, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას

მივმართავ დევიდ მაკკალისტერს, ანგელა მერკელს მოუწოდოს, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკკალისტერს მოვუწოდებ, რომელმაც პათოსური განცხადება გამოაქვეყნა და პარლამენტში შესვლისკენ მოგვიწოდა. ჩემო ძვირფასო მეგობარო, გერმანელო პოლიტიკოსო ანგელა მერკელის პარტიიდან – ასეთ მოწოდებებს სჯობს, თქვენს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდოთ, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

საერთოდაც, საფრანგეთის მთავრობას მოვუწოდებ, მიხედოს იმ „ანგოლა-გეითს“, რომელზეც გამოძიების პროცესში ექსპრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის შვილიც კი იქნა დაკავებული. ამ დროს „ანგოლა-გეითის“ ორგანიზატორი, არც მეტი არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი იყო. მარტო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი იხდის სიმდიდრის გადასახადს საფრანგეთის ბიუჯეტში, მარტო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „დაიმლერ-კრაისლერის“ უმსხვილესი აქციონერი და მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული ლობი აქტიურად მუშაობს ევროპაში, ნუ გაწირავთ თქვენს მოკავშირეს, რომელიც ათასწლეულები ევროპას ელოდება.

ევროპამ დიდი ბრძოლების შედეგად მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ცივილიზებულ დემოკრატიულ არჩევნებს ვუწოდებთ. შესაბამისად, ევროპას კარგად ესმის, თუ რა გზას ვადგავართ. ამავე დროს, არ უნდა დაგვჭირდეს რევოლუციები და სამოქალაქო დაპირისპირებები, რადგან ასეთი მოკავშირეები გვყავს.

ევროპელების მხარდაჭერა იქიდან იგრძნობა, რომ ფასილიტატორებად სხედან მაგიდასთან. ევროპელები ჩვენ ნაცვლად უარს ვერ იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და იმ წინადადებებს ვერ წამოაყენებენ, რომელიც ჩვენი წამოსაყენებელია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.