შალვა ნათელაშვილი - მინდა, მოსამართლე ქალბატონს მივმართო, განაჩენი, სადაც შეიძლება ეწეროს ნიკა მელიას დაპატიმრება, ნიშნავს, რომ ძალიან მალე შენ იქნები დაპატიმრებული
შალვა ნათელაშვილი - მინდა, მოსამართლე ქალბატონს მივმართო, განაჩენი, სადაც შეიძლება ეწეროს ნიკა მელიას დაპატიმრება, ნიშნავს, რომ ძალიან მალე შენ იქნები დაპატიმრებული

მე პროკურატურის ორგანოებიდან თავის დროზე იმიტომ წამოვედი, რომ არ შემეძლო ადამიანის დაჭერა, შინაგანად ძალიან დიდ დისკომფორტს მაყენებდა და წამოვედი იქიდან 25 წლის წინ, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშია მისული.

ნათელაშვილმა მიმართა ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს:

„მინდა, ამ ქალბატონს მივმართო – განაჩენი, სადაც შეიძლება ეწეროს ნიკა მელიას დაპატიმრება, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე შენ იქნები დაპატიმრებული“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მიტანილ კასრებსა და შეშაზე, ასევე გაკეთებულ კომენტარებზე იმის შესახებ, რომ ისინი დისკოთეკისთვისაა ადგილზე მიტანილი: „დისკოთეკა? რატომაც არა, ვიცეკვებთ გამარჯვების ცეკვას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.