შალვა ნათელაშვილი - ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა, ისეთი მებრძოლი კაცია, სამასმეერთე არაგველი მგონია
შალვა ნათელაშვილი - ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა, ისეთი მებრძოლი კაცია, სამასმეერთე არაგველი მგონია

როდესაც ბატონ ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა, ისეთი მებრძოლი კაცია, სამასმეერთე არაგველი მგონია,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სამგორის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან ხაბეიშვილის დასახელებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ხაბეიშვილს მხარი დაუჭირონ.

„როდესაც მე ბატონ ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა, ისეთი მებრძოლი კაცია, სამასმეერთე არაგველი მგონია. მე არაგველებიდან ვარ და ამიტომ წარმოდგენებს იქედან ვიქმნი. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრა ლიდერი და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალია“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

დატოვე კომენტარი