შალვა ნათელაშვილი - ხუთშაბათსაც, პარასკევსაც, შაბათსაც, კვირასაც, ოპოზიცია აგრძელებს უპრეცედენტო დარტყმას ძირგამომპალ რეჟიმზე
შალვა ნათელაშვილი - ხუთშაბათსაც, პარასკევსაც, შაბათსაც, კვირასაც, ოპოზიცია აგრძელებს უპრეცედენტო დარტყმას ძირგამომპალ რეჟიმზე

ხუთშაბათსაც, პარასკევსაც, შაბათსაც, კვირასაც, ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტო დარტყმას ძირგამომპალ რეჟიმზე, ვიდრე ის მთლიანად არ ჩამოიშლება და არ გაეყრება საქართველოს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხუთშაბათიც, პარასკევიც და შემდგომი კვირებიც იქნება პიკეტის, პროტესტების, ცენტრალური აქციების, რეგიონული მსვლელობების, შეუწყვეტელი სახალხო წინააღმდეგობის ჟამი, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის გულში არსებული შეკვეთა, ის გადმოდინდეს პრაქტიკულ საქმეებში. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ვერავითარი ჩამოყვანილი სახელმწიფოს საჯარო მუშაკები, რომლებსაც არანაკლებ სძულთ ივანიშვილის რეჟიმი, ვერ გადაარჩენს აი, ამ ძირგამომპალ კორუმპირებულ სისტემას, ისევე როგორც ვერ გადაარჩინა ასლან აბაშიძის ჩამოყვანილმა მრავალათასიანმა გუნდმა ვარდების რევოლუციის პერიოდში ვერც აბაშიძე და ვერც შევარდნაძე. ისტორიას, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, უყვარს გამეორება და ნამდვილად სამწუხაროა ის, რომ ზოგი ისტორიიდან ვერაფერს სწავლობს და იმავე შეცდომებს უშვებს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.