შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაშაულებრივად იმოქმედა, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათ ვირუსის გავრცელება აწყობდათ
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაშაულებრივად იმოქმედა, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათ ვირუსის გავრცელება აწყობდათ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, შესაძლოა, 4 აპრილის აქციასთან დაკავშირებით გეგმები შეიცვალოს.

„აქციასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლით დაგვირგვინებული, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით გაგრძელებული რჩება ძალაში. უბრალოდ, არა ბრალიანად კორონავირუსი გახდა მსოფლიო პრობლემა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ იქნება იმის საშიშროება, რომ ინფექცია არ ჩაცხრეს და გავრცელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი კორექტირებაც მოხდება“ ,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზომები დროულად არ მიიღო.

ნათელაშვილის განცხადებით, შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აწყობდა კორონავირუსის გავრცელება, რათა ხალხმრავალი შეკრებებიც მოქცეულიყო გარკვეულ შეზღუდვებში, როგორც ამას შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებს.

„მინდა ვთქვა, ნუ მიიღებს პუბლიკა სხვანაირად, სამი კვირა ჩვენ მოვუწოდებით ხელისუფლებას, დაეკეტა ირანთან ყოველგვარი მიმოსვლა, საჰარო, სახმელეთო, საზღვაო, სატვირთო და საკონტეინერო მიმოსვლა. ამასობაში თურქეთმა დაკეტა ირანთან საზღვარი. სხვა მეზობელმა ქვეყნებმაც დაკეტეს და სანამ არ შემოვიდა კორონავირუსი და პირველი პაციენტი არ გამოჩნდა, რეჟიმმა ყურები არ გააპარტყუნა.

ამიტომ ზოგიერთს შეიძლება შეექმნას იმის ეჭვიც, რომ ხელისუფლებას აწყობდა ამ ვირუსის გავრცელება. სხვა ვირუსები ხომ არ მოგვაკლო პოლიტიკური, თუ ეკონომიური კრიზისული კუთხით. შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათ აწყობდათ ამის გავრცელება, რადგან ხალხმრავალი შეკრებებიც მოქცეულიყო გარკვეულ შეზღუდვებში, როგორც ამას ითვალისწინებს შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები.

ხელისუფლებამ საშინელი ვირუსის ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად იმოქმედა დანაშაულებრივად და დროზე არ მოახდინა იზოლირება იმ სამყაროსგან, სადაც აღნიშნული ინფექცია წარმოიშვა. რამდენი ბრიფინგი და აქცია დაგვჭირდა, რომ ჯერ რამენაირად ჩინეთთან შეწყვეტილიყო საჰაერო მიმოსვლა, რამენაირად აეროპორტში მორიგე მედპერსონალს დარიგებოდა პირბადეები, რაც არ ჰქონდათ, რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ ირანთან ჩაკეტილიყო საზღვრები, თუმცა ვიდრე არ შემოვიდა იქიდან დაავადებული, მანამდე საზღვარი ღია იყო და აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით ყველა თავისუფლად გადადიოდა კონტეინერებით დაწყებული, მგზავრებით დაგვრიგვინებული. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს იყო დანაშაულებრივი და მინიმუმ დაუდევრობა ხელისუფლებისგან, რომ აქ ფეხი მოიკიდა ამ ვირუსმა. იმით დამშვიდება, რომ სამოცდახუთ ქვეყანაში არის თურმე კორონავირუსი და ჩვენ რა გამონაკლისი უნდა ვყოფილიყავით, არის ასევე დანაშაულებრივი არგუმენტი, რადგან დედამიწაზე ორასი სახელმწიფო არსებობს და 140 ქვეყანაში არ არის ამგვარი ვირუსი, მათ შორის ჩინეთის, სამხრეთ კორეის და ირანის მეზობელ ქვეყნებში, რადგან მათ დაიცვეს თავი და სახელმწიფო. რაღა მაინც და მაინც იმ 65 სახელმწიფოში აღმოვჩნდით, ამითაც რომ ტრაბახობენ“ ,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი