შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლება გარდაუვლად უნდა შეიცვალოს და ოქროს სტანდარტი კონსტიტუციური ცვლილება იქნება
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლება გარდაუვლად უნდა შეიცვალოს და ოქროს სტანდარტი კონსტიტუციური ცვლილება იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად ვადები არსებობს და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, კონსულტაციები ოპოზიციასთან ისევ გრძელდება და მათი კონკრეტული გეგმები საზოგადოებისთვის სულ მალე იქნება ცნობილი.

„ახლა ვიმყოფებით იმ პროცესში, როცა ხელისუფლება გარდაუვლად უნდა შეიცვალოს და ოქროს სტანდარტი იქნება კონსტიტუციური ცვლილება და პროპორციული არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად. ამისი ვადები არსებობს, თუ მიხვდებიან და რეჟიმის ხელმძღვანელი გაიაზრებს რა კატასტროფის წინაშე მიიყვანა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ საკუთარი თავიც და გუნდიც. მაშინ აქვთ კიდევ საშუალება, შეცვალონ თავიანთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და მისცენ ხალხს პოლიტიკური არჩევანის საშუალება. სანამ ამას არ გააკეთებენ, აქციები რეჟიმის შესაცვლელად იქნება დაუსრულებელი, პერმანენტული და აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

ყველაფერთან ერთად უპრეცედენტო მოვლენა მოხდა; ოპოზიცია გაერთიანდა რეჟიმის შესაცვლელად პრინციპით – „ყველა მინუს ერთი“. ოპოზიციამ სწორად გაიაზრა საკუთარი როლი ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.