შალვა ნათელაშვილი - დღეს თურქული საჰაერო კოლონიალიზმის ქვეშ ვართ, ეს უნდა დავამთავროთ ამ რეჟიმთან ერთად
შალვა ნათელაშვილი - დღეს თურქული საჰაერო კოლონიალიზმის ქვეშ ვართ, ეს უნდა დავამთავროთ ამ რეჟიმთან ერთად

ჩვენ დღეს თურქული საჰაერო კოლონიალიზმის ქვეშ ვართ და ეს უნდა დავამთავროთ ამ რეჟიმთან ერთად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„სეზონის ანეკდოტია ის სიახლე,რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყდება მხოლოდ 20 მარტიდან. კი მაგრამ ამ დარჩენილ დღეებში, რომ შემოვიდეს რამე ინფექცია ამ მიმართულებიდან ვინ აგებს პასუხს? ალბათ „თურქიშ ერლაინზის“ აქციონერი ბიძინა ივანიშვილი? ან თურქული კომპანია „ტავ-ჯორჯია“, რომელიც ფლობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის, რათა არ იზარალონ თურქულმა ავიახაზებმა? ან ღმერთმა ქნას და 20-მდე ეს პანდემია დამთავრდეს? მაინც შეწყდება ფრენები? მოკლედ თავისსავე მახეებში თვითონვე ებმებიან. ფაქტი კი ერთია-ჩვენ დღეს თურქული საჰაერო კოლონიალიზმის ქვეშ ვართ და ეს უნდა დავამთავროთ ამ რეჟიმთან ერთად“,- წერს ნათელაშვილი.

დატოვე კომენტარი