შალვა ნათელაშვილი - აუცილებელია მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება, რათა გამოხატონ ერთიანი მსოფლიო პროტესტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით
შალვა ნათელაშვილი - აუცილებელია მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება, რათა გამოხატონ ერთიანი მსოფლიო პროტესტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით

დღეს ოპოზიციური ლიდერების მიმართ რეპრესიები დაიწყო პირდაპირ კრემლის მოთხოვნით, მელია გახდა ამ მოთხოვნის მსხვერპლი, – ამის შესახებ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც ვნახეთ, სამაჯურის ფორმატის გამოყენება მსოფლიო საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დაუჭერიათ დეპუტატები, მაგრამ მათთვის საუბარი, ორატორია, აზრის გამოხატვა არ აუკრძალავთ. არ დაუყენებიათ სამაჯური, რომელიც ამავდროულად არის მოსასმენი და არ დაურღვევიათ უფლება დეპუტატისა. შესაბამისად, მე ვთვლი, არ არის საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რომელიც ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა და წლობით გრძელდება მათთვის უინტერესო საქმეების განხილვა. აუცილებელია მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება, პარლამენტის მსოფლიო გაერთიანებისთვის მიმართვა და ყველა დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებზე მიმართვის გავრცელება, რათა მათ გამოხატონ ერთიანი მსოფლიო პროტესტი იმაზე, რაც ხდება. საკონსტიტუციო სასამართლო ინტერესდება მხოლოდ იმ საკითხებით, რომელიც აინტერესებს ივანიშვილს. სასამართლო არის ხელისუფლების კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების შეცვლასთან ერთად უნდა წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.