შალვა ნათელაშვილი - არც კომუნისტურ სისტემას, არც ჰიტლერსა და არც ყველა ტერორისტს ერთად აშშ-ის დემოკრატიული უმაღლესობისთვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია, როგორც ეს დონალდ ტრამპმა განახორციელა
შალვა ნათელაშვილი - არც კომუნისტურ სისტემას, არც ჰიტლერსა და არც ყველა ტერორისტს ერთად აშშ-ის დემოკრატიული უმაღლესობისთვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია, როგორც ეს დონალდ ტრამპმა განახორციელა

რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი ოლიგარქიული მხეცი გუშინ კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, არავის, არც კომუნისტურ სისტემასა და იდეოლოგიას, არც ჰიტლერს და არც ყველა ტერორისტს ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული უმაღლესობისთვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია, როგორც ეს განახორციელა პრეზიდენტ-მილიარდერმა, პუტინისგან ბიზნეს-გამაგრებულმა დონალდ ტრამპმა.

„სწორედ პუტინ—ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ შპს–დ, სწორედ ამისთვის ჩუქნიდა ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს ტრამპის სიძე–ქალიშვილს, სწორედ ამიტომ გვაძალებდა ლამის მთელი თეთრი სახლი–ბრიუსელთან (ევროკავშირი) ერთად ქართულ ოპოზიციას შევგუებოდით ძალაუფლების უზურპაციას ოლიგარქისგან, მორჩილად შევსულიყავით პარლამენტში, პირადი კეთილდღეობა აგვერჩია ჩვენს მომავალზე. გავუძელით, გავუძელით და აჰა–მსოფლიო პოლიტიკაში ოლიგარქიის ეპოქა სრულდება. მოკლე ხანში ჩვენც ვიზეიმებთ გაზაფხულს“, – წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

დატოვე კომენტარი