შალვა ნათელაშვილი - 20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი საბრალდებო სკამზე დაჯდება
შალვა ნათელაშვილი - 20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი საბრალდებო სკამზე დაჯდება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდება.

„20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი, ბიძინა ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაჯდება, სასამართლო პროცესს ეს თვალდათხრილი ბავშვები დაესწრებიან და მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს, უვადო პატიმრობაზე, ქონების კონფისკაციით. აი, ეს იქნება რეალური, ვაჟკაცური, ეროვნული პასუხი იმაზე, რაც მოხდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.