შალვა კერესელიძე – ხალხი დუმს, იციან, განსხვავებული აზრი რომ გამოხატონ, დასჯიან, ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს
აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც დაგეგმვაში, არც ორგანიზებაში. არ ვიცი, აქციაზე რამდენი ადამიანი იყო. 300 ადამიანი ნამდვილად არ იყო, ბევრად მეტი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
კერესელიძის თქმით, ხალხი დუმს, რადგან ხელისუფლების მხრიდან დაშინებულია.
„ზოგი დასაქმებულია, ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, ზოგს სხვა საარსებო საშუალება აქვს და იციან, ხმა რომ ამოიღონ და განსხვავებული აზრი გამოხატონ, დასჯიან. ამის გამო დუმს ხალხი, თორემ მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა. ლოგიკა, იცით, სად არის? ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს“, – განაცხადა კერესელიძემ.