შალვა კერესელიძე – 4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური შეთანხმებაა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად, ამის მრავალი ფაქტი არსებობს

14:25, 12.10.2026

4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური გარიგებაა – პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად, ამის მრავალი ფაქტი და დასტური არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იყო მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დამხობებზე, სახელმწიფო ტელევიზიების ეთერების მიცემაზე და ა.შ. რის შედეგადაც 700 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივიდა და საკრებულოების მანდატები „ქართულ ოცნებას“ გადასცეს.

„ამ პროცესში შემთხვევით, შეუგნებლად, გაუაზრებლად თუ გულმხურვალედ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ხდებოდა. მაგრამ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესებში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, მონაწილებდნენ და მართავდნენ, ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იყო ჩადენილი. როცა მათ შეწყალებაზეა საუბარი, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ჩადენილი დანაშაული, რაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. უნდა აღიარონ, რომ დიახ, ისინი ამ დაგეგმილ პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილებას ღებულობდნენ. ეს რეალობაა. ჩემთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის. ნანუკა ჟორჟოლიანი რას ფიქრობს ან ზოგიერთი მათი წარმომადგენელი. ზოგი ამბობს, ყველამ უნდა გააფორმოს საპროცესო შეთანხმებაო, პრობლემა არ არის, გარეთ გამოვიდნენო. ზოგი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა გააფორმონ. ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი