შალვა ოგბაიძე - ჩვენი ბრალია, ამდენს რომ ბედავენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფორთხავდნენ
შალვა ოგბაიძე - ჩვენი ბრალია, ამდენს რომ ბედავენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფორთხავდნენ

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი ოგბაიძის რუსულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს.

როგორც ოგბაიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, „უტიფრობა საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის” საფირმო ნიშანია” და ხაბეიშვილი „უნამუსო ადამიანია“.

„ზუსტად გეტყვით, რომ უნამუსო ადამიანია. დეიდაშვილობა დასჯადი არ არის. თუ რამეს იპოვით, ახლავე გეუბნებით, რომ გაგიყოფთ. უტიფრობა საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის” საფირმო ნიშანია. კახური ანდაზაა: ვირისგან წიხლი საწყენი არ არის. ჩვენი ბრალია, რომ ამდენს ბედავენ ეს უნამუსო ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფორთხავდნენ და მე და ჩემი შვილი 2008 წელს ომში ვიყავით. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შალვა ოგბაიძეს შესაძლოა, რუსულ ბიზნესთან კავშირი ჰქონდეს. მისი თქმით, ოგბაიძეს თავის დეიდაშვილთან ერთად რუსეთიდან საქართველოში ავტომობილები ჩამოჰყავს.

ხაბეიშვილი ასევე საუბრობს საკრებულოს კიდევ ერთი წევრის, თამარ ტალიაშვილის შესაძლო რუსულ ბიზნესინტერესებზე.