შაკმა უდიადესი კალათბურთელი აირჩია ჯორდანსა და ლებრონს შორის #1TVSPORT
შაკმა უდიადესი კალათბურთელი აირჩია ჯორდანსა და ლებრონს შორის #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა ცენტრმა, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა შაკილ ო’ნილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, ვინ მიაჩნია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უდიადეს მოთამაშედ – მაიკლ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაიკლ ჯორდანი. მაგრამ თქვენ უნდა შეხედოთ სხვადასხვა ეპოქას. როცა ბავშვი ვიყავი, ჯულიუს ირვინგი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი იყვნენ კერპები. როცა კოლეჯში ვსწავლობდი, საუკეთესოები იყვნენ მეჯიქ ჯონსონი და ლარი ბერდი.

როცა NBA-ში შევედი, მაიკლ ჯორდანი დომინირებდა. შემდეგ მოვიდნენ კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი. მაგრამ ჩემთვის მაიკლ ჯორდანი – ყველა დროის უდიადესი მოთამაშეა“, – მოჰყავს ო’ნილის სიტყვები პორტალ Basket News-ს.