შაკილ ო’ნილი დარწმუნებულია, NBA-ის ლეგენდების ხუთეული ამჟამინდელ სუპერვარსკვლავებს დაამარცხებდა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალაბურთელმა, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა შაკილ ო’ნილმა განაცხადა, რომ მის მიერ ლეგენდარული მოთამაშეებისგან შედგენილი სიმბოლური ხუთეული დაამარცხებდა შვიდმატჩიან სერიაში ამჟამინდელი სუპერვარსკვლავების ნაკრებს.
საკუთარი თავის გარდა, შაკმა თავის სიმბოლურში შეიყვანა მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი და კობი ბრაიანტი.
შაკის ვერსიით ამჟამინდელი ვარსკვლავების ნაკრებში მოხვდნენ: ლებრონ ჯეიმსი, სტეფენ კარი, კევინ დურანტი, იანის ანტენტოკუნმპო და ჯოელ ემბიდი.
„ანგარიში 4:2. ვინ შეძლებდა ჩემს წინააღმდეგ თავის დაცვას?“ – დაწერა შაკმა.