შახტარმა გასვლაზე ჰოფენჰაიმთან მოიგო - ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა
დათა ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას გაუშინაურდა, ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა და დონეცკის „შახტართან” ერთად ურთულესი გამარჯვება იზეიმა.
საქართველოს ნაკრების მცველი, მეხუთე ტურში გასვლაზე „ჰოფენჰაიმთან” დონეცკის „შახტარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„შახტარი” მე-15 წუთზე 2:0 დაწინაურდა. მაგრამ გერმანულმა გუნდმა შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი 90+2 წუთზე დონეცკელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ტაისონმა გაიტანა და „შახტარმა“ 3:2 მოიგო.
უკრაინულმა კლუბმა 5-3-2 სისტემით ითამაშა, საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი კი დონეცკელთა სქემაში მარჯვენა ცენტრალური მცველი გახლდათ.
„შახტარი“ 5 ტურის შემდეგ, 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა: პირველზე „მანჩესტერ სიტია“ 10 ქულით, მეორეზე – „ლიონი“ (7), „შახტარი“ (5) – მესამეზე, ხოლო „ჰოფენჰაიმი“ (3) – მეოთხეზე. დონეცკელებს ფლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი გააჩნიათ, რადგან 13 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „ლიონს“ უკრაინაში უმასპინძლებენ.