„შახტარმა“ განმარტა, რატომ გაუშვა საქართველოს ნაკრებში ხოჭოლავა
„შახტარმა“ განმარტა, რატომ გაუშვა საქართველოს ნაკრებში ხოჭოლავა

„შახტარის“ პრესსამსახური გამოეხმაურა გამოცემა „ტრიბუნას“ შეკითხვას, თუ რატომ გაემგზავრნენ გუნდის ფეხბურთელები მანორ სოლომონი(ისრაელის) და დავით ხოჭოლავა(საქართველოს) თავიანთი ეროვნული გუნდების შეკრებაზე, მიუხედავად დონეცკის კლუბში იზოლირებული რეჟიმისა.

მანორ სოლომონმა და დავით ხოჭოლავამ ტესტები ჩააბარეს, უარყოფითი შედეგი მიიღეს და ეროვნულ გუნდებში გაფრინდნენ. ისინი განმეორებით ტესტებს ეროვნული გუნდების შეკრებაზე გაივლიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მატჩებში მათი შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღეს კლუბის ექიმმა, სანიტარულმა ექიმმა და ნაკრების ექიმებმა, რომლებიც COVID-19-ზე არიან პასუხისმგებელნი“, – წერია „შახტარის” განცხადებაში.

კლუბში ასევე განმარტეს, ხომ არ განსხვავდებოდა სოლომონისა და ხოჭოლავასა და „შახტარის“ სხვა ფეხბურთელების თვითიზოლაციის რეჟიმები: „ყველა მოთამაშის თვითიზოლაცია ამჟამინდელ მოთხოვნებს შეესაბამება – ფეხბურთელები არიან სახლში ან ცალკე სასტუმრო ოთახებში“.

უკრაინის ნაკრების შეკრების დაწყებამდე გაირკვა, რომ ორ მოთამაშეს, ნაკრების მეკარე ანდრია პიატოვსა და საყრდენი ნახევარმცველი ტარას სტეპანენკო კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ და ნაკრების შეკრებაზე ვერ გაემგზავრნენ.