„შახტარმა“ „ბარსელონას“ მესამედ მოუგო, პეპე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა – ჩემპიონთა ლიგა, IV ტური – H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „შახტარმა“ 2008 წლის შემდეგ პირველად და, ჯამში, მესამედ დაამარცხა „ბარსელონა“. უფრო ხშირად კატალონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებიათ მხოლოდ „ბაიერნს“ (10), „მილანს“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ (4). 3-3-ჯერ „ბარსელონასთვის“ მოუგიათ კიევის „დინამოს“, „იუვენტუსსა“ და „რეალს“.
* „ბარსელონას“ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „შახტარს“ – ოთხი.
* „ბარსელონას“ ბოლო სამ მატჩში ორი წაგება აქვს.
* „ბარსელონამ“ ჩავის ხელმძღვანელობით ევროთასებზე 20 მატჩიდან მხოლოდ შვიდი მოიგო.
* რობერტ ლევანდოვსკის უგოლო სერია ექვს მატჩამდე ავიდა. ბოლოს ასეთი სერია პოლონელს 2011 წელს ჰქონდა, როცა „დორტმუნდში“ თამაშობდა.
* პეპე (40 წლის, 254 დღის) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. წინა რეკორდი „რომას“ ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა – 38 წლის, 59 დღის.
შახტარი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 სიკანი (40)
პორტუ-ანტვერპენი 2:0
გოლები: 1:0 ევანილსონი (31-პენ), 2:0 პეპე (90+1)
გაძევება: ეკელენკამპი (50. ანტვერპენი)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. პორტუ | 4 | 3 | 0 | 1 | 9-3 | 9 |
| 2. ბარსელონა | 4 | 3 | 0 | 1 | 8-2 | 9 |
| 3. შახტარი | 4 | 2 | 0 | 2 | 6-7 | 6 |
| 4. ანტვერპენი | 4 | 0 | 0 | 4 | 3-14 | 0 |