„შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ ლეგიონერებმა ბრაზილიის მთავრობას უკრაინიდან გაყვანის თხოვნით მიმართეს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერებმა თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ბრაზილიის მთავრობას უკრაინიდან გაყვანას თხოვენ.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ბრაზილიელი ფეხბურთელები კიევში ჩაიყვანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ და არ იციან, როგორ მოიქცნენ.
„ინსტაგრამში“ მიმართვა განათავსა „შახტარის“ გარემარბმა დავიდ ნერეშმა. მის გარდა, ვიდეოში ჩანან პედრინიო, ვიტაო, დოდო, მარკოს ანტონიო, მარლონი, ფერნანდო, მაიკონი, კარლოს დე პენა და ვიტინიო.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამო, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო.