„შახტარის“ ყოფილმა მოთამაშემ მარიუპოლიდან გამოაღწია - ჩვენ არ ვიცით იმ საშინელებების ნახევარიც კი, რაც იქ მოხდა #1TVSPORT
„შახტარის“ ყოფილმა მოთამაშემ მარიუპოლიდან გამოაღწია - ჩვენ არ ვიცით იმ საშინელებების ნახევარიც კი, რაც იქ მოხდა #1TVSPORT

უკრაინელმა ფეხბურთელმა იგორ ბიკოვსკიმ, რომელიც ადრე „შახტარში“ თამაშობდა, ოკუპირებული მარიუპოლიდან გამოსვლა ექსტრემალურ პირობებში მოახერხა.

„ბოლომდე ვამბობდი, რომ მარიუპოლის არ დავტოვებდი. მშობლებმა მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი. ვუპასუხე, ყველაფერი კარგად იქნებოდა და დავრჩები-მეთქი. ჩემი მშობლების სახლი დაიწვა, ისინი ახლა გერმანიაში არიან.

– როგორ გადარჩი? ძალიან ძნელი იყო, არც წყალი გვქონდა, არც შუქი და შემდეგ გაზიც გათიშეს. ჩემს ბიძაშვილთან გადავედი საცხოვრებლად, რომელსაც მცირე მარაგები ჰქონდა შემორჩენილი და ამან გადაგვარჩინა. წყალი, მადლობა ღმერთს, გვქონდა – ჩვენგან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ჭა იყო და წყალს ცეცხლზე ვაცხელებდით და ასე ვადუღებდით. როცა წამოვედი, ისეთები ვნახე, ლაპარაკი მიჭირს… მთელს გზაზე იყვნენ გარდაცვლილები. ხიდების ნახევარი ააფეთქეს, ნახევარი დანაღმული იყო. ქალაქიდან გასვლას დაახლოებით ორი საათი მოვანდომეთ, ხოლო მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე გზაში ორნახევარი დღე დაგვჭირდა.

– რუსების საგუშაგოზე მთლად გამაშიშვლეს და სვასტიკას ეძებდნენ. თავიდან, როცა მარიუპოლი დავტოვე, შიშმა შემიპყრო. გაუგებარი იყო სად წასულიყო, ვინ სად იყო და რისი გაკეთება შეეძლოთ. თანდათან შევეჩვიე. ყველაზე ცუდი ის იყო, როცა დანაღმული გზა გავიარეთ, გვითხრეს, გზიდან მარცხნივ ან მარჯვნივ არ გადაგვეხვია, შეიძლებოდა ავფეთქებულიყავით. ეს იყო ის, რაზეც ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, რადგან ხალხი მიმყავდა. სახლი აღარ დამრჩა – არც ირპინში და არც მარიუპოლში. ორივეს ჭურვები მოხვდა და დაიწვა. მინდა, რომ ომი მალე დასრულდეს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ის არსებები, ვინც თავს დაგვესხა, საზოგადოებისგან მოკვეთონ. ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვინახავს მარიუპოლში არსებული საშინელებების ნახევარიც კი. იმედია, მალე გავიმარჯვებთ და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ბიკოვსკიმუა-ფუტბოლთან“ ინტერვიუში.