„შახტარი“ ნიდერლანდებში დამარცხდა - გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი – დონეცკის „შახტარი“ ევროპის ლიგის მერვედფინალში, ნიდერლანდებში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 1:7.
ამ გუნდების პირველი მატჩი პოლონეთში 1:1 დასრულდა. ამჯერად კი ნიდერლანდელები საკუთარ მოედანზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ.
გასაგები გახდა, რომ დაპირისპირებაში „ფეიენოორდი“ გაიმარჯვებდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში უკრაინულ გუნდს კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ 7:1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ განაცხადში არ იყო. „ფეიენოორდმა“ კი ორი მატჩის ჯამში დიდი უპირატესობით მოიგო 8:2 (1:1, 7:1) და ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.