„შახტარი“ ნიდერლანდებში დამარცხდა – გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია #1TVSPORT

01:02, 17.03.2023

გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი – დონეცკის „შახტარი“ ევროპის ლიგის მერვედფინალში, ნიდერლანდებში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 1:7.

ამ გუნდების პირველი მატჩი პოლონეთში 1:1 დასრულდა. ამჯერად კი ნიდერლანდელები საკუთარ მოედანზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ.

გასაგები გახდა, რომ დაპირისპირებაში „ფეიენოორდი“ გაიმარჯვებდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში უკრაინულ გუნდს კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ 7:1 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ განაცხადში არ იყო. „ფეიენოორდმა“ კი ორი მატჩის ჯამში დიდი უპირატესობით მოიგო 8:2 (1:1, 7:1) და ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მსგავსი