სეზონში კარგი სტარტის მიუხედავად, „ბაიერნის“ მოთამაშეები მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან #1TVSPORT
ახალ სეზონში წარმატებული სტარტის მიუხედავად, „ბაიერნის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ზოგიერთი მოქმედებით, – წერს გაზეთი „კიკერი“.
წყაროს ცნობით, მოთამაშეებს არ მოსწონთ ის, რომ კომპანი მომავალი მატჩისთვის შემადგენლობას ერთი დღით ადრე ასახელებს, როცა ფეხბურთელებს ტელეფონით უგზავნის შეტყობინებებს. ასევე, მოთამაშეებს ყოველთვის არ ესმით კომპანის მიდგომა შემადგენლობის როტაციის მიმართ, კერძოდ, რატომ იწყებენ გუნდის გამოცდილი წევრები ამა თუ იმ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან.
ვენსან კომპანი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად 2024 წლის მაისში დაინიშნა. ახალ სეზონში ბელგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მიუნხენურმა კლუბმა ექვსიდან ექვსი ოფიციალური მატჩი მოიგო.