„რომას“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი სამუშაო მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
67 წლის სპეციალისტმა „რომა“ 2019 წლის მარტში ჩაიბარა – ეუსებიო დი ფრანჩესკოს გადაყენების შემდეგ. ამ მომენტისთვის, რომაელები მეექვსე ადგილზე არიან და უახლოეს ტურში ლიდერ „იუვენტუსთან“ თამაშობენ.