სეზონის შემდეგ რანიერი „რომას“ დატოვებს

18:58, 10.05.2019

„რომას“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი სამუშაო მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

67 წლის სპეციალისტმა „რომა“ 2019 წლის მარტში ჩაიბარა – ეუსებიო დი ფრანჩესკოს გადაყენების შემდეგ. ამ მომენტისთვის, რომაელები მეექვსე ადგილზე არიან და უახლოეს ტურში ლიდერ „იუვენტუსთან“ თამაშობენ.

მსგავსი