სეზონის პირველი პოული ლუის ჰემილტონმა მოიგო
სეზონის პირველი პოული ლუის ჰემილტონმა მოიგო

მელბურნის ალბერტ-პარკის ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის, ავსტრალიის გრანპრის კვალიფიკაცია გაიმართა. ავსტრალიურმა პუბლიკამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მერსედესის პილოტ ლუის ჰემილტონის ტრიუმფი იხილა. ბრიტანელმა საუკეთესო წრე წუთსა და 20,486 წამში გაიარა და 0.1 წამით აჯობა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, რომელსაც კვირას მეორე სასტარტო პოზიცია ექნება.

მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ ფერარისა და რედ ბულის პილოტები – სებასტიან ფეტელი და მაქს ფერსტაპენი.

ლუის ჰემილტონმა კარიერაში 84-ე პოული მოიგო, მერსედესმა კი არსებობის ისტორიაში მესამოცედ დაიკავა პირველი სასტარტო რიგი.

ავსტრალიის გრანპრი კვირას, თბილისის დროით დილის ცხრა საათზე დაიწყება.