სეზონი ლიგა2-შიც დაიწყო და ეფექტური გოლით გაიხსნა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის შემდეგ, ახალი საფეხბურთო სეზონი ლიგა2-შიც დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა.
მუხიანის სპორტულ კომპლექსში „გაგრამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა 0:0.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ ლიგაში დაბრუნებულ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო 1:1. ანგარიში 55-ე წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ბექა გვარაძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა. ეს ლიგა 2-ში სეზონის პირველი გოლი იყო. წყალტუბოელებმა კი წონასწორობა ზუსტად ათ წუთში აღადგინეს – თავი ლაშა კუჭუხიძემ გამოიჩინა.
გათამაშება წარმატებულად დაიწყო ქობულეთის „შუქურამ“, რომელმაც პირველივე ტურში პირველი სამი ქულის მოპოვება გასვლით მატჩში შეძლო. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ქობულეთელებმა „მერანი“ დიმიტრი ტატანაშვილისა (76-ე წუთი) და იმედა აშორტიას (84) გოლებით 2:0 დაამარცხეს.