„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის ედუარდო ბერიცოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

არგენტინელი სპეციალისტის სამუშაოზე დაბრუნების ვადა დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღდგენის ტემპებზე.

ბერიცოს არყოფნაში, „სევილიას“ მისი თანაშემწე ერნესტო მარკუჩი უხელმძღვანელებს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბერიცო კიბოთი არის ავად. თავად მწვრთნელმა ეს ცუდი ამბავი თავის ფეხბურთელებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესვენებაზე შეატყობინა, როცა „სევილია“ 0:3 იყო ჩამორჩენილი.

ესპანურმა გუნდმა შეძლო მეორე ტაიმში სამი გოლის გატანა და თამაშის გადარჩენა.