„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არგენტინელი ედუარდო ბერიცო დაითხოვა, – აღნიშნულია ანდალუზიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კლუბის ხელმძღვანელობამ 48 წლის სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღო. მიზეზად ბოლო მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგები დასახელდა.

ამა წლის შემოდგომაზე, ბერიცოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და არგენტინელს ოპერაციის გადატანა მოუწია.
“სევილია” უკვე მუშაობს ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე. მთავარ პრეტენდენტებად ხავიერ გარსია და ლუის ენრიკე სახელდებიან. შესაბამის გადაწყვეტილებას კლუბი საშობაო დღესასწაულის შემდეგ მიიღებს.