„სევილია“ რუი სილვას გადაბირებას შეეცდება
„სევილია“ რუი სილვას გადაბირებას შეეცდება

„სევილია“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „გრანადას“ მეკარის, რუი სილვას შეძენას გეგმავს, – იუწყება „მარკა“.

შეგახსენებთ, რომ „ეიბარის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში სევილიელთა კარის მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამ გარემოებამ სევილიური კლუბის ხელმძღვანელობა აიძულა, რომ ტომაშ ვაცლიკის შემცვლელი მოძებნოს.

რუი სილვას კონტრაქტი „გრანადასთან“ 2021 წლამდეა ძალაში და პორტუგალიელმა მეკარემ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უკვე განაცხადა. შესაბამისად, „გრანადაში“ ეცდებიან, რომ მეკარე მალევე გაასხვისონ, რათა ამ უკანასკნელმა მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მოიპოვოს.

რუის სილვას სატრანსფერო თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.