„სევილია“ ევროტურნირების გარეშე დარჩა – ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, B ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „სევილია“ მეხუთე ესპანური გუნდია „დეპორტივოს“ (2004-05), „ატლეტიკოს“ (2009-10), „ვილიარეალისა“ (2011-12) და „სოსიედადის“ (2013-14) შემდეგ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.
* „სევილიას“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს – 6 ფრე და 3 წაგება.
* სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-17 გოლი გაიტანა. ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია.
* „ლანსი“ პირველ ტაიმში არცერთხელ არ შეხებია ბურთს მეტოქის საჯარიმოში.
* „ეინდჰოვენს“ 2023 წელს შინ არცერთი ოფიციალური მატჩი არ წაუგია: 26 თამაში, 22 მოგება, 4 ფრე.
* ედი ნკეტიას (არსენალი) ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა სასტარტო შემადგენლობაში და ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.
ლანსი-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63-პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79-პენ), 2:1 ფიულჟენი (90)
ეინდჰოვენი-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ნკეტია (42), 1:1 ვერტესენი (50)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. არსენალი | 6 | 4 | 1 | 1 | 16-4 | 13 |
| 2. ეინდჰოვენი | 6 | 2 | 3 | 1 | 8-10 | 9 |
| 3. ლანსი | 6 | 2 | 2 | 2 | 6-11 | 8 |
| 4. სევილია | 6 | 0 | 2 | 4 | 7-12 | 2 |