სეუტა: 500-მეტრიანი პნევმატური ბარიერი მიგრანტების შემდგომი შეჭრის აღსაკვეთად (ვიდეო)
სეუტის ტარახალის ნავმისადგომთან, მიგრანტების შემდგომი შეჭრის აღსაკვეთად 500-მეტრიანი პნევმატური ბარიერი მონტაჟდება
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 72 ადამიანი დაიღუპა 30-31 ივლისს მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც ათობით ათასმა მიგრანტმა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე, ესპანეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ქალაქ სეუტაში შეჭრა სცადა.
ათასობით ადამიანი, რომელთაც საზღვრის გადაკვეთა სურდათ, 30 ივლისს სეუტას საზღვართან ახლოს მდებარე მაროკოს ქალაქ ფნიდექს მიაწყდა, რაც 31 ივლისის ღამესაც გაგრძელდა. თუმცა, უკვე 1 აგვისტოს, გავრცელებული ცნობების თანახმად, სეუტაში ჩასულთა უმრავლესობა მაროკოში დაბრუნდა.
ვიდეოში ნაჩვენებია, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, როგორ ამონტაჟებენ ახალ დამცავ ბარიერს ესპანეთის საზღვაო-სამაშველო სამსახურის, ესპანეთის საზღვაო ძალებისა და სამოქალაქო გვარდიის ჯგუფები სეუტის ტარახალის ნავმისადგომთან.