სეულში, იაპონიის საელჩოსთან 70 წლამდე მამაკაცმა თავი დაიწვა

10:07, 19.07.2019

სამხრეთ კორეის დედაქალაქში, იაპონიის საელჩოსთან 70 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ავტომობილში თავი დაიწვა.

მამაკაცი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.

მსგავსი