სეულის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელება თუ გაგრძელდება, მალე შესაძლოა, დედაქალაქში ასობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს
სეულის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელება თუ გაგრძელდება, მალე შესაძლოა, დედაქალაქში ასობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს

სეულის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელება თუ გაგრძელდება, სამხრეთ კორეის დედაქალაქში შესაძლოა, სულ მალე ასობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს.

„თუ ვირუსი შეაღწევს სეულში, მაშინ ის მთელ ქვეყანას მოედება. მეტროპოლიტენის რაიონებში თუ ვირუსი გავრცელდება, მაშინ ჩვენი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება“, – განაცხადა სეულის მერმა.

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 30 იმპორტირებულია.

შეგახსენებთ, გუშინ სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა.