სეტყვამ წალკაში სამი სოფელი დააზარალა [ფოტო/ვიდეო]

ძლიერმა სეტყვამ წალკაში სამი სოფელი დააზარალა. დასეტყვილია სოფლები საყდრიონი, სამება და განთიადი.

სეტყვამ მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები და მოსავალი გაუნადგურა. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

ფოტო და ვიდეომასალა საქართველოს პირველ არხს წალკიდან ფეისბუქმომხმარებელმა მოაწოდა.