სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

20:30, 14.06.2019

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეს ძლიერი სეტყვა იყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფელ სალხინოს ჟინოთის უბანსა და სოფელ დიდი ჭყონის ნაფოსტარის უბანში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რომელიც ხვალ შეიქმნება.

მსგავსი