სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყარო და მუნიციპალიტეტის სოფლები მაჩხაანი, არბოშიკი და სამრეკლო დააზარალა.

„დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, თუმცა რა დაზიანდა, ხვალ დილიდან შევაფასებთ. ღამით ამის გარკვევა ძნელია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.