ბაზალეთის თემის სოფლებში სეტყვამ ვაზი და მარცვლეული კულტურები დააზიანა
ბაზალეთის თემის სოფლებში სეტყვამ ვაზი და მარცვლეული კულტურები დააზიანა

გვიან ღამით ხარაგაულში მოსულმა სეტყვამ ბაზალეთის თემის სოფლებში ვაზი და მარცვლეული კულტურები დააზიანა.

როგორც ბაზალეთის თემის მაჟორიტარმა, ვალერი ჭიპაშვილმა პირველ არხს განუცხადა, სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ძირითადად ვაზი და მარცვლეული კულტურები დაზიანდა. მოსახლეობის მხრიდან რაიმე სახის განცხადება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ შემოსულა, თუმცა ასეთი შემთხვევა იქნება, ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს”, – ამბობს ვალერი ჭიპაშვილი.