„მონაკოს“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი 95 წლის დიდი ბებია კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.
„მან დაამარცხა კორონავირუსი 95 წლის ასაკში. გუშინ შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა! ჩემი დიდი ბებია სუპერგმირია. თუმცა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ექიმებისა და ექთნების დახმარების გარეშე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, რათა სხვებს დაეხმარონ“, – დაწერა ფაბრეგასმა.
ცოტა ხნის წინ, ესპანელმა ფეხბურთელმა ხელფასის 30 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მან კომპენსაცია გადაუხადა კლუბის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.