ესპანეთის ნაკრების, „არსენალის“, „ბარსელონისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი იტალიური გუნდის, „კომოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აქამდე ფაბრეგასი „კომოს“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. კლუბმა მთავარი გუნდის წინა მწვრთნელის, მორენო ლონგოს შედეგები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია.
მიმდინარე სეზონში „კომო“ იტალიის სერია B-ში გამოდის. ნათამაშები 12 ტურის შემდეგ გუნდს 21 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.
იტალიური კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი „არსენალის“ ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ტიერი ანრია.