სერხიო პერესი მექსიკის გრანპრის შემდეგ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ჟურნალისტმა და ექსპერტმა ჯო სეივუდმა განაცხადა, რომ „რედ ბულის“ პილოტი სერხიო პერესი მექსიკის გრანპრის შემდეგ გამოაცხადებს კარიერის დასრულების შესახებ.
მექსიკის გრანპრი 27 ოქტომბერს გაიმართება.
„პერესმა და „რედ ბულმა“ შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც პილოტი მექსიკაში გამოაცხადებს წასვლის შესახებ. ეს მისი კარიერის დასრულებას უფრო უმტკივნეულოს გახდის, ვიდრე განთავისუფლება, და ნაკლებად მტკივნეული იქნება ამერიკაში „რედ ბულის“ გაყიდვებისთვის. ეს საშუალებას მისცემს გუნდს იპოვნოს ახალი პილოტი 2025 წლისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში სეივუდმა.