„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ გამოაცხადა, რომ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე.
„კორონავირუსით ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ, თვითიზოლაციაში წავედი. ამის შემდეგ, დადებითი ტესტი ჩავაბარე COVID-19-ზე. რამდენიმე სიმპტომი მაქვს და ვიცავ ექიმის რეკომენდაციებს. თავს გაუფრთხილდით!“ – დაწერა თავის „ტვიტერში“ არგენტინელმა.
მიმდინარე სეზონში აგუერომ ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
აღვნიშნავთ, რომ უფრო ადრე „სიტის“ რიგებში კორონავირუსზე დადებითი ტესტები ჩააბარეს კაილ უოკერმა, ერიკ გარსიამ და გაბრიელ ჟესუსმა.