სერხიო აგუერო პრემიერლიგის ლეგიონერებში მეორე ადგილზეა
სერხიო აგუერო პრემიერლიგის ლეგიონერებში მეორე ადგილზეა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, სერხიო აგუერომ ჰეთთრიკი შეასრულა ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ. ამ მატჩის შემდეგ, არგენტინელ ფორვარდს პრემიერლიგაში 146 გოლი დაუგროვდა და მეორე ადგილზე გადავიდა გოლების რაოდენობით ინგლისის ჩემპიონატის ლეგიონერებს შორის.

აგუერომ გაუსწრო „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფორვარდს, ჰოლანდიელ რობინ ვან პერსის (144 გოლი). პრემიერლიგის ლეგიონერებს შორის აგუეროზე მეტი მხოლოდ „არსენალის“ ექსთავდამსხმელს, ტიერი ანრის აქვს გატანილი – 175 გოლი.

რაც შეეხება ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა საერთო სიას, აქ ლიდერობს ალან შირერი, რომელმაც 260 გოლი გაიტანა. მეორეა უეინ რუნი (208), მესამე – ენდი კოული (187). აგუეროს საერთო სიაში მე-11 ადგილი უკავია და მალე შევა ტოპათეულში, რადგან ერთი გოლით ჩამორჩება მეათე ადგილზე მყოფ ტედი შერინგემს (146).