არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ფრანგული პრესის კრიტიკის ფონზე მხარი დაუჭირა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის.
„ფრანგული მედია, უბრალოდ, კლავს მესის. ლეო კარგად თამაშობს.
ისინი ზურგშექცევით უყურებენ მატჩებს? ლეო ყოველთვის ხუთი დონით მაღლა დგას დანარჩენებზე“, – განაცხადა აგუერომ Radio 10-ის ეთერში.
მომდინარე სეზონზე მესის ლიგა 1-ის 15 მატჩში ორი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს.