სერხიო აგუერო – ფრანგული პრესა კლავს მესის #1TVSPORT

12:19, 21.02.2022

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ფრანგული პრესის კრიტიკის ფონზე მხარი დაუჭირა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის.

„ფრანგული მედია, უბრალოდ, კლავს მესის. ლეო კარგად თამაშობს.

ისინი ზურგშექცევით უყურებენ მატჩებს? ლეო ყოველთვის ხუთი დონით მაღლა დგას დანარჩენებზე“, – განაცხადა აგუერომ Radio 10-ის ეთერში.

მომდინარე სეზონზე მესის ლიგა 1-ის 15 მატჩში ორი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს.

მსგავსი